როგორ გეხმარება ფიტ მილი ფორმის შენარჩუნებაში
იცით, როგორ უნდა მოიქცეთ: ჭამეთ სწორად, ივარჯიშეთ, დაითვალეთ ნაბიჯები, მაკროები, დაიძინეთ და გაიმეორეთ.
პრობლემა არა ფორმულაში, არამედ მის შესრულებაშია. ცხოვრება ჩქარდება, ყველანი დაკავებულები ვართ: ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, ვცდილობთ სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას. ერთი კვების გამოტოვებას მეორეს მოსდევს, მომზადება გამოგვრჩება, ვირჩევთ მზა საკვებს და უეცრად აღმოვაჩენთ, რომ რეჟიმიდან ამოვვარდით.
სწორედ აქ უშვებს ადამიანების უმეტესობა შეცდომას, არა მონდომების ან სურვილის არქონის გამო, არამედ დროისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
მაგრამ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, როცა Fi Meal არსებობს და თქვენს კართან ახლოსაა.
თქვენი კვება მუდმივად ავტოპილოტის რეჟიმში იქნება თუ მას Fit Meal-ს მიანდობთ.
Fit Meal არა მხოლოდ გემრიელი და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული საკვებია, არამედ თქვენი საიდუმლო გასაღები ფორმაში მუდმივად ყოფნისთვის.

აღარ დაგჭირდებათ ფიქრი საჭმლის მომზადებაზე ან სირბილი მაღაზიებში პროდუქტების საყიდლად, რადგან როდესაც საღამოს სამსახურის შემდეგ დაღლილი მოხვალთ და დასვენებას გადაწყვეტთ, რამდენიმე კლიკით შეიძენთ კვებას საიტზე Fit Meal – დათვლილი კალორიები და დაბალანსებული ნუტრიენტები , რომელსაც სახლის კართან მოგიტანენ.იქნება ჯანსაღი, თან გექნებათ მთელი დღის რაციონი, წაიღებთ სადაც გინდათ და ასე განმეორდება შემდეგ დღეებშიც.
ყველა დღის კვება კალორიულად დათვლილია და შეიცავს 90-დან 200 გრამამდე ცილას, თქვენი სურვილის მიხედვით; კალორიით 1100-დან 3500-მდე, თქვენი არჩევანის შესაბამისად.
იმატებთ, იკლებთ თუ ინარჩუნებთ – ზუსტად გეცოდინებათ, რამდენ კალორიას და ცილას მიიღებთ დღის განმავლობაში. შემდეგ კი, არანაირი მიზეზი აღარ გექნებათ ფორმაში არ ყოფნისთვის.
სირთულე იმაშია, რომ სწორი კვება არა ხანდახან, არამედ ყოველდღე უნდა დაიცვათ, მუდმივად, დარღვევის გარეშე. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ ფიტ მილი.
დაკავებული ხარ, რომ მოამზადო? არ იცი რა მიირთვა? გემრიელად ვერ ამზადებ? ყოველდღე ერთი და იმავეს იკეთებ? შეუკვეთეთ ფიტ მილის მენიუ და 21 დღის განმავლობაში მიიღებთ განსხვავებულ კერძებს.
ყველას შეუძლია ყოველდღე მოამზადოს კვება და მიაღწიოს შედეგს. მაგრამ თუ გსურთ ცხოვრება გაიმარტივოთ, სხვამ გააკეთოს თქვენი საქმე – მიანდეთ ეს Fit Meal-ს, ისიამოვნეთ გემრიელი კვებით და იყავით ფორმაში.