კალორიების კალკულატორი

შენზე მორგებული ჯანსაღი კვება

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და გაიგეთ, ფიტმილის რომელი კვების რაციონი შეესაბამება თქვენს მიზანს.

FitMeal-ის ბოული ბრინჯითა და ბოსტნეულით

სანამ დაიწყებ

რას ნიშნავს შენი შედეგი?

კალკულატორი გაძლევს მარტივ ორიენტირს, რომ შენთვის შესაფერისი FitMeal გეგმის პოვნა უფრო სწრაფი გახდეს.

როგორ გამოითვლება კალორიები?

ასაკის, წონის, სიმაღლისა და ფორმულისთვის შერჩეული სქესის მიხედვით ფასდება მოსვენების ენერგიის ხარჯვა. შემდეგ ის მრავლდება აქტიურობის კოეფიციენტზე.

აქტიურობის კოეფიციენტებია 1.2, 1.375, 1.55, 1.725 და 1.9. შედეგი შენარჩუნების საორიენტაციო შეფასებაა და არა ზუსტი გაზომვა.

რატომ შეიძლება მენიუს კალორაჟი ჩემს შედეგს ზუსტად არ ემთხვეოდეს?

FitMeal-ის გეგმები მზადდება კონკრეტული კალორიული საფეხურებით. ამიტომ გთავაზობთ შენს შედეგთან ყველაზე ახლოს მყოფ ვარიანტს.

1100 კკალ-ზე დაბალ ვარიანტს ავტომატურად არ გთავაზობთ.

ვისთვის არის განკუთვნილი კალკულატორი?

18 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს საკუთარი დღიური ენერგიის საჭიროება და უფრო მარტივად აირჩიოს კვების გეგმა. ის არ განსაზღვრავს კვების საჭიროებებს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

დიაბეტის, კვებითი აშლილობის ისტორიის ან სხვა სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში კვების გეგმა კვალიფიციურ სპეციალისტთან შეათანხმე. ალერგიებისა და ინგრედიენტების შესახებ შეკვეთამდე FitMeal-ის გუნდს დაუკავშირდი.

მზად ხარ დასაწყებად?

კვების გეგმის, მენიუს ან მიტანის შესახებ კითხვები გაქვს? გაესაუბრე FitMeal-ის გუნდს.

551 21 60 60