რჩევები

„Fit Meal“ — შენი საიმედო გზა იდეალური ფორმისკენ

ალბათ უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ: იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ რეგულარულად, აკონტროლეთ ნაბიჯები და მაკროები, გამოიძინეთ სრულფასოვნად და ეს პროცესი მუდმივად გაიმეორეთ.

სირთულე ფორმულაში კი არა, მის განხორციელებაშია. ცხოვრება სულ უფრო და უფრო ჩქარდება და ჩვენ მუდმივად დაკავებულები ვართ — ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, ვცდილობთ აქტიურად ჩავერთოთ სოციალურ ცხოვრებაში. ერთ გამოტოვებულ კვებას მეორეს მოჰყვება, დრო აღარ გვრჩება მომზადებისთვის, ვირჩევთ მზა საკვებს და უცებ ვხვდებით, რომ ყოველდღიური რეჟიმიდან ამოვვარდით.

სწორედ აქ უშვებს ადამიანების უმეტესობა შეცდომას, არა მონდომების ან სურვილის არქონის გამო, არამედ დროისა და ინფორმაციის დეფიციტის გამო. თუმცა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, როდესაც „Fit Meal“-ი თქვენ გვერდითაა.

როცა კვებას „Fit Meal“-ს მიანდობთ, ყოველდღიური რუტინა მარტივდება, ყველაფერი ავტომატურად სწორი მიმართულებით მიდის.

„Fit Meal“-ი არ არის მხოლოდ გემრიელი და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული საკვები, ეს არის თქვენი საიმედო გზა ფორმის მუდმივად შენარჩუნებისკენ.

აღარ მოგიწევთ ფიქრი საჭმლის მომზადებაზე ან დროის დაკარგვა მაღაზიებში სირბილში პროდუქტების საყიდლად. სამუშაო დღის შემდეგ, როცა დაღლილი დაბრუნდებით სახლში და დასვენებას გადაწყვეტთ, საკმარისია რამდენიმე დაწკაპუნება „Fit Meal“-ის ვებ-გვერდზე, რათა შეიძინოთ საკვები დათვლილი კალორიებითა და დაბალანსებული ნუტრიენტებით, რომელსაც პირდაპირ თქვენს კართან მოიტანენ. თქვენთან იქნება ჯანსაღი კვება მთელი დღის განმავლობაში — თან წაიღებთ სადაც დაგჭირდებათ და ეს სიმარტივე თქვენს ყოველდღიურობად იქცევა.

ყოველი დღის რაციონი ზუსტად არის გამოთვლილი კალორიების მიხედვით და შეიცავს 90-დან 200 გრამამდე ცილას, თქვენი სურვილის შესაბამისად. საერთო კალორიულობა კი მერყეობს 1100-დან 3500 კალორიამდე, თქვენი არჩევანის მიხედვით.

იმატებთ, იკლებთ თუ ინარჩუნებთ წონას — ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ, რამდენ კალორიასა და ცილას იღებთ დღის განმავლობაში. შედეგად, ფორმაში ყოფნა გაცილებით მარტივი და მართვადი ხდება.

სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სწორი კვება საჭიროებს არა პერიოდულ, არამედ ყოველდღიურ და უწყვეტ დაცვას. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ „Fit Meal“-ი.

არ გაქვთ დრო საჭმლის მოსამზადებლად? გიჭირთ ყოველდღიური მენიუს დაგეგმვა? არ ხართ კმაყოფილი საკუთარი კულინარიული შედეგებით? გბეზრდებათ ერთი და იმავე კერძებით კვება? შეუკვეთეთ „Fit Meal“-ის მენიუ და 21 დღის განმავლობაში მიიღებთ განსხვავებულ კერძებს.

ყველას შეუძლია ყოველდღიურად მოამზადოს საკვები და მიაღწიოს სასურველ შედეგს. თუმცა, თუ გსურთ თქვენი ყოველდღიურობა გაიმარტივოთ და ეს პასუხისმგებლობა პროფესიონალებს მიანდოთ, აირჩიეთ „Fit Meal“-ი, ისიამოვნეთ გემრიელი და დაბალანსებული კვებით და იყავით მუდმივად ფორმაში.