ჩვენ შესახებ
რა არის ფიტ მილი და რატომ უნდა აირჩიოთ ის?
ჯანსაღი კვების მიტანის სერვისი, ფიტ მილი, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინსპირაციით შეიქმნა.
მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი, ორიენტირებულია მაღალი ხარისხის კერძების წარმოებაზე და ხელს უწყობს არამხოლოდ სწორი კვების პოპულარიზაციას, არამედ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
მდიდარი და მრავალფეროვანი მენიუ, დაბალანსებული მაკრო-ნუტრიენტების ერთობლიობითაა შედგენილი, სადაც პროპორციულადაა დაცული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი; თითოეული ულუფის კვებითი ღირებულება კი 1100 კკალ-დან იწყება და ხარისხდება ინდივიდუალურად, დამკვეთის სხეულის ტიპისა და ინტერესებიდან გამომდინარე.
უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები, უახლესი ტექნიკის გამოყენებით, ყველა ჰიგიენური და კულინარიული ნორმის დაცვითაა მომზადებული.
21 დღის განმავლობაში, კვების რაციონი განსხვავებულია, შესაბამისად, მრავალფეროვნება ქმნის სიხალისისა და სიახლის შეგრძნებას; მომხმარებელი კი სწრაფად და უმტკივნეულოდ აღწევს სასურველ მიზანს, იქნება ეს ფორმის შენარჩუნება თუ მისი ცვლილება.
რას ვეყრდნობით
ყოველდღიური ხარისხი შემთხვევით არ ხდება.
კარგი შედეგი იწყება იმით, რასაც ყოველდღე ვიმეორებთ — ინგრედიენტიდან შეფუთვამდე.
01
ხარისხი პირველივე ინგრედიენტიდან
პროდუქტებს ვარჩევთ გემოს, სიახლისა და ყოველდღიური სტანდარტის მიხედვით.
02
ბალანსი, რომელიც დათვლილია
კალორაჟი და მაკრონუტრიენტები გეგმის ნაწილია, გემო კი — თითოეული კერძის.
03
მრავალფეროვნება ყოველდღე
21-დღიანი ციკლი ყოველდღიურ კვებას განსხვავებულსა და საინტერესოს ინარჩუნებს.
“
საბოლოოდ გვინდოდა ისეთი კვება შეგვექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ: გაუსინჯე გემო ჯანსაღ ცხოვრებას.
კოკა კალანდაძეFitMeal
ადამიანები FitMeal-ის გემოს უკან
გაიცანი ჩვენი გუნდი
FitMeal-ის სუ-შეფი
ნათია ვართაგავა
- კოლეჯი „იკაროსი“ — კულინარიის ხელოვნება
- სასტუმრო „მაქმანი“ — საუზმის მზარეული
FitMeal-ის მზარეული
მაია ფაუნდესი
- კოლეჯი „იკაროსი“ — კულინარიის ხელოვნება
- „პოლი“, „გალერეა“ და „Peoples“ — შეფისა და სუ-შეფის გამოცდილება
FitMeal-ის მზარეული
აქსანა ჩქოტუა
- BDC Academy — კულინარია
- სასტუმრო „ნოვოტელი“ — მზარეული
შემდეგი ნაბიჯი